კრიშტიანო რონალდოს კარიერის განვითარების სამი ვარიანტი აქვს #1TVSPORT
ლეგენდარულ პორტუგალიელ ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდოს კარიერის განვითარების სამი ვარიანტი აქვს, – ამის შესახებ გამოცემა TeamTalk-ი წერს.
ფეხბურთელს საუდის არაბეთის ლიგის გუნდთან, „ალ ნასრისთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლის ივნისში ეწურება. შესაძლებელია, ის კვლავ ამ გუნდში დარჩეს და ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
ასევე, წყაროს ცნობით, კრიშტიანო სამშობლოში დაბრუნებასაც განიხილავს. ყველაზე აქტიურად მის ყოფილ გუნდზე, ლისაბონის „სპორტინგზე“ საუბრობენ.
არის იმის შანსიც, რომ „ალ ნასრისთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ რონალდომ კარიერა დაასრულოს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. ფეხბურთელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი მიზანი კარიერაში 1000 გოლის გატანაა. ამჟამად მის ანგარიშზე 916 გოლია.
39 წლის პორტუგალიელი არაბულ გუნდს 2023 წლის იანვარში შეუერთდა.