კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში 700 გოლი დაუგროვდა
კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში 700 გოლი დაუგროვდა

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ მორიგი მიღწევის ავტორი გახდა. უკრაინასთან ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში „იუვენტუსის“ ფორვარდმა პენალტი გაიტანა. ეს რონალდუსთვის კარიერაში მე-700 გოლი იყო.

კრიშტიანუმ 450 გოლი გაიტანა მადრიდის „რეალში“, 118 – „მანჩესტერ იუნაიტედში“, 95 – პორტუგალიის ნაკრებში, 32 – „იუვენტუსში“ და 5 – „სპორტინგში“.

შედარებისთვის, ლიონელ მესის კარიერაში 672 გოლი აქვს, ოღონდ არგენტინელს 150 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

რონალდუმდე 700 გოლი მხოლოდ ხუთმა ფეხბურთელმა გაიტანა: პელემ, რომარიომ, ფერენც პუშკაშმა, იოზეფ ბისკანმა და გერდ მიულერმა.