კრიშტიანო რონალდოს „იუვენტუსიდან“ წასვლა უნდა და ორი კლუბისგან აქვს შეთავაზება
კრიშტიანო რონალდოს „იუვენტუსიდან“ წასვლა უნდა და ორი კლუბისგან აქვს შეთავაზება

„იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, დატოვოს ტურინული კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ. პორტუგალიელის სურვილის შესახებ იტყობინება გამოცემა Diario GOL.

წყაროს ცნობით, 35 წლის რონალდოს აქვს წინადადება „პარი სენ-ჟერმენისგან”, რომელიც ფიქრობს „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელის შეწყვილებას კილიან მბაპესთან.

ასევე იტყობინებიან, რომ პორტუგალიელმა მიიღო წინადადება თავისი ყოფილი კლუბისგან „მანჩესტერ იუნაიტედისგან“. ფორვარდს სურს ძველი დიდება დააბრუნოს „ოლდ ტრაფორდზე“, თუმცა, ეს ვარიანტი დამოკიდებულია კლუბის გასვლაზე ჩემპიონთა ლიგაზე.

რონალდო „რეალიდან“ „იუვენტუსში“ 2018 წელს გადავიდა და იტალიის ჩემპიონი გახდა. პორტუგალიელი 2003-09 წლებში თამაშობდა „მანჩესტერ იუნაიტედში“.