კრიშტიანო რონალდოს განცხადებით, სათამაშოდ „ალ ნასრიში“ დარჩება #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს განცხადებით, სათამაშოდ „ალ ნასრიში“ დარჩება #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის მოგების შემდეგ კრიშტიანო რონალდოს საკლუბო მომავალთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს.

40 წლის ფეხბურთელის განცხადებით, საუდის არაბეთის ლიგის კლუბთან, „ალ ნასრისთან“ ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

„ჩემს მომავალთან დაკავშირებით, დიდწილად, არაფერი შეცვლილა. „ალ ნასრიში“ დავრჩები“, – თქვა რონალდომ.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პორტუგალიის ნაკრებში ერთა ლიგა კარიერაში მეორედ მოიგო. ის ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად 2016 წლის ევროპის ჩემპიონიცაა.

რონალდო „ალ ნასრის“ 2023 წლის იანვარში შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 111 შეხვედრაში 99 გოლი გაიტანა. მისი ხელშეკრულება კლუბთან სეზონის დასრულების შემდეგ ამოიწურა და, სავარაუდოდ, ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.