კრიშტიანო რონალდოს 2008 წლის „ოქროს ბურთი“ ყველა დროის საუკეთესოდ დაასახელეს #1TVSPORT
პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალოს 2008 წლის „ოქროს ბურთი“ გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად ყველა დროის საუკეთესოდ დასახელდა.
გამოკითხვა სახელწოდებით B.O.A.T. (Ballon d’Or Of All Time) „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორებმა ჯილდოს დაარსებიდან 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჩაატარეს. გულშემატკივრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ისტორიაში „ოქროს ბურთის“ მფლობელთა შორის საუკეთესო სეზონი აერჩიათ.
გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომლებსაც კარიერის განმავლობაში „ოქროს ბურთი“ მინიმუმ ორჯერ ჰქონდათ მოპოვებული. ხმის მიცემის ღირებულება ერთი ევრო იყო.
გამარჯვებულად კრიშტიანო რონალდოს 2008 წლის სეზონი დასახელდა. მაშინ პორტუგალიელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 42 გოლი გაიტანა, ინგლისის პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ევროპის „ოქროს ბუცი“ მოიპოვა და კარიერაში პირველი „ოქროს ბურთი“ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ B.O.A.T. გულშემატკივართა გამოკითხვის საფუძველზე გამოვლენილი სიმბოლური აღიარებაა და არა ახალი ოფიციალური „ოქროს ბურთი“. ის ასევე არ უნდა აგვერიოს „სუპერ ოქროს ბურთში“, რომელიც დამოუკიდებელი ჯილდოა და 1989 წელს ალფრედო დი სტეფანოს გადაეცა.
რონალდოს კარიერაში „ოქროს ბურთი“ ხუთჯერ აქვს მოპოვებული – 2008, 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში.
🚨✨ OFFICIAL: Ballon d’Or announce Cristiano Ronaldo 2008 has been voted as the BEST BALLON D’OR OF ALL TIME. 🌕 https://t.co/gr3nYytkiu
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 28, 2026