კრიშტიანო რონალდომ XXI საუკუნეში ყველაზე სწრაფად გაიტანა 100 გოლი, მესი 32-ე ადგილზეა
კრიშტიანო რონალდომ XXI საუკუნეში ყველაზე სწრაფად გაიტანა 100 გოლი, მესი 32-ე ადგილზეა

საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ XXI საუკუნეში ყველაზე სწრაფად 100 გოლის გატანა კრიშტიანო რონალდომ მოახერხა. პორტუგალიელს „რეალის“ შემადგენლობაში ამ ნიშნულის მისაღწევად 105 მატჩი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ 32-ე ადგილზეა „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი – 188 მატჩი.

რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  1. კრიშტიანო რონალდო (რეალი) – 105 მატჩი
  2. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 120
  3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) – 124
  4. რუუდ ვან ნისტელროი (მანჩესტერ იუნ) – 131
  5. ედინსონ კავანი (ნაპოლი) – 135
  6. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 136
  7. კილიან მბაპე (პსჟ) – 137
  8. კრისტიან ვიერი (ინტერი) – 138
  9. ჩირო იმობილე (ლაციო) – 147
  10. სამუელ ეტო’ო (ბარსელონა) – 154