კრიშტიანო რონალდომ თავისი ახალდაბადებული ვაჟის გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ თავისი ახალდაბადებული ვაჟის გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ გამოაცხადა, რომ მისი ახლად დაბადებული ვაჟი გარდაიცვალა.

პორტუგალიელი ფეხბურთელის შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესი ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ – ბიჭი და გოგონა. საბოლოოდ, გოგონა დაიბადა, ბიჭი კი ექიმების მცდელობის მიუხედავად, ვერ გადაარჩინეს.

„ღრმა მწუხარებით უნდა გამოვაცხადო, რომ ჩვენმა ბიჭმა დაგვტოვა. ეს ძლიერი ტკივილია, რომელიც კი შეიძლება მშობლებმა განიცადონ. მხოლოდ ჩვენი ქალიშვილის დაბადება გვმატებს ძალას იმისთვის, რომ ეს მომენტი მცირეოდენი იმედითა და სიხარულით გადავიტანოთ“, – წერია კრიშტიანოსა და ჯორჯინას განცხადებაში.