კრიშტიანო რონალდომ საკუთარ კარიერაში 701-ე ბურთი გაიტანა
კრიშტიანო რონალდომ საკუთარ კარიერაში 701-ე ბურთი გაიტანა

იტალიის ჩემპიონატში გუშინ ერთმანეთს „იუვენტუსი“ და „ბოლონია“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა 2:1.

 

„იუვენტუსის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ბოლონიელთა კარში ბურთი მე-19 წუთზე გაიტანა და ანგარიში გახსნა.

 

ეს გოლი კრიშტიანო რონალდოს კარიერაში 701-ე გატანილი ბურთია და პორტუგალიელმა ბომბარდირმა საკუთარი სტატისტიკის მერვე ასეულში შეაბიჯა.

 

„იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და მას 4 ქულით „ინტერი“ ჩამორჩება.

 

დღეს, მილანელები გასვლით შეხვედრას „სასუოლოსთან“ გამართავენ და გამარჯვების შემთხვევაში „იუვენტუსთან“ მხოლოდ ერთი ქულა დააშორებთ.

დატოვე კომენტარი