კრიშტიანო რონალდომ რობერტო ბაჯოს რეკორდი გაიმეორა
კრიშტიანო რონალდომ რობერტო ბაჯოს რეკორდი გაიმეორა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ სერია A-ს 32-ე ტურში „ატალანტას“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა – პორტუგალიელმა ორივე გოლი პენალტით გაიტანა. რონალდოს იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ გატანილი 11 პენალტი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით კრიშტიანომ ლეგენდარული იტალიელის რობერტო ბაჯოს შედეგი გაიმეორა.

სეზონის განახლების შემდეგ, რონალდომ შვიდი გოლი გაიტანა. ჯამში მას 28 გოლი აქვს ჩემპიონატში და მხოლოდ „ლაციოს“ ფორვარდ ჩირო იმობილეს (29 გოლი) ჩამორჩება.

„იუვენტუსი“ ლიდერობს იტალიის ჩემპიონატს. თავის მომდევნო შეხვედრას ტურინელები 15 ივლისს, „სასუოლოს“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.