კრიშტიანო რონალდომ მესისთან დაპირისპირებაზე ილაპარაკა
კრიშტიანო რონალდომ მესისთან დაპირისპირებაზე ილაპარაკა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ მის მრავალწლიან დაპირისპირებას ლიონელ მესისთან ფეხბურთისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს. ამ ორმა ფეხბურთელმა ბოლო 12 წელიწადში ჯამში 11 „ოქროს ბურთი“ მოიპოვა.

„ჩვენ კარგი დაპირისპირება გვაქვს ფეხბურთში, მაგრამ ფეხბურთი გამონაკლისი არ არის. მაიკლ ჯორდანს ჰყავდა მეტოქეები კალათბურთში, აირტონ სენა და ალენ პროსტი იყვნენ კარგი კონკურენტები ფორმულა 1-ში. მთავარია, რომ სპორტში დიადი დაპირისპირებები ჯანსაღი კონკურენციიდან მოდის,“ – განუცხადა „დეილი მირორს“ რონალდომ.