კრიშტიანო რონალდომ კარიერის მთავარი მიზანი გაამხილა
კრიშტიანო რონალდომ კარიერის მთავარი მიზანი გაამხილა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტებს გაუმხილა, რა არის კარიერის დარჩენილ ნაწილში მისი მთავარი მიზანი.

„თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ მე არც ისე შორს ვარ მწვერვალიდან, შეიძლება იმის თქმა, რომ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის წოდება – არის ჩემი მიზანი. მაგრამ არ შეიძლება, რომ ეს აკვიატებულ იდეად იქცეს. ყველაფერი, რაც მე ცხოვრებაში გამომდიოდა – ბუნებრივი გზით ხდებოდა.

მხედველობაში მაქვს, რომ ეს იყო ჩემი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგი და არა უბრალოდ მიზანი. ყველაფერს საუკეთესოს ჩვენ ვაღწევთ მხოლოდ სიამოვნების მიღებასთან ერთად“, – მოჰყავს პორტუგალიელის სიტყვები ფრანგულ გამოცემა „ფრანს ფუტბოლს“.

კრიშტიანო რონალდოს თავის კარიერაში 701 გოლი დაუგროვდა. ყველა დროის რეკორდსმენად  კი 805 გოლით იოზეფ ბიცანია მიჩნეული.