კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა. ასევე ეს გოლი მისთვის კარიერაში 950-ე აღმოჩნდა.
„ალ ნასრმა“ ჩემპიონატის მეექვსე ტურში სტუმრად „ალ ჰაზემი“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში 25-ე წუთზე ჟოაო ფელიქსმა გახსნა, საბოლოო წერტილი კი 88-ე წუთზე რონალდომ დასვა. მას 1000-გოლიან ნიშნულამდე მხოლოდ 50 ბურთი აშორებს.
პორტუგალიელმა კარიერის მანძილზე 450 გოლი მადრიდის „რეალის“ მაისურით გაიტანა, 145 – „მანჩესტერ იუნაიტედის“, 143 – პორტუგალიის ნაკრების, 106 – „ალ ნასრის“, 101 – „იუვენტუსის“, ხოლო 5 – „სპორტინგის“.
ჟოაო ფელიქსისთვის კი მიმდინარე სეზონში აღნიშნული გოლი მე-9 აღმოჩნდა, ამ მაჩვენებლით ის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. „ალ ნასრმა“ სეზონის დასაწყისიდან ყველა მატჩი მოიგო და 18 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას. მომდევნო ტურში გუნდი „ალ ფაიას“ დაუპირისპირდება.