კრიშტიანო რონალდომ „ინსტაგრამში“ 72 მილიონი ევრო გამოიმუშავა
კრიშტიანო რონალდომ „ინსტაგრამში“ 72 მილიონი ევრო გამოიმუშავა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ „ინსტაგრამში“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეკორდული თანხა გამოიმუშავა.

Fox Sports იტყობინება, რომ 34 წლის პორტუგალიელის შემოსავალმა 72 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს კოლოსალური თანხა კრიშტიანო რონალდომ 34 სარეკლამო პოსტის გამოქვეყნებით გამოიმუშავა.

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ამავე პერიოდში 36 სარეკლამო პუბლიკაციისთვის 35.5 მილიონი გამოიმუშავა.

სიაში მეოთხე ადგილზე ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემია. სოციალურ ქსელში რეკლამამ მას ბოლო ერთ წელიწადში 16.25 მილიონი დოლარი მოუტანა.