კრიშტიანო რონალდომ გულშემატკივართა გამოკითხვაში რონალდო დაამარცხა
კრიშტიანო რონალდომ გულშემატკივართა გამოკითხვაში რონალდო დაამარცხა

პოპულარულმა პორტალმა „გივმისპორტ“-მა (GiveMeSport) გამოკითხვა ჩაატარა გულშემატკივრებს შორის. მათ უნდა გაერკვიათ საუკეთესო კრიშტიანო რონალდოსა და რონალდოს შორის.

ხმის მიცემაში მინიმალური უპირატესობით პორტუგალიელმა მოიგო – ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა ხმების 51 პროცენტი დაისაკუთრა.

„არანაირი შედარება… მხოლოდ რონალდო. ერთი თამაშობდა, რათა მიეღწია ყველაფრისთვის და მუდმივად ეტრაბახა, მეორე კი თავიდანვე საუკეთესო იყო ამ სპორტში. მხოლოდ რონალდო. მეორეს კი შეუძლია სახელად კრიშტიანო აიღოს,“ – დაწერა ერთ-ერთმა ბრაზილიელმა გულშემატკივარმა.

„თქვენ შეგიძლიათ ამტკიცოთ, რომ რონალდომ ვერ მიაღწია ბევრს ტრავმების გამო. მაგრამ არსებობს მიზეზი, რომლითაც კრიშტიანო არ იღებს ბევრ დაზიანებას. ის მოედანზე მუშა ცხენივითაა და ყოველთვის აკვირდება იმას, რომ კარგ მდგომარეობაში იყოს,“ – აღნიშნა კრიშტიანო რონალდოს მხარდამჭერმა.

რონალდომ კარიერაში ორჯერ აირჩიეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, კრიშტიანო – ხუთჯერ.