კრიშტიანო რონალდომ ბოლო ცხრა სეზონში ვერც ერთხელ ვერ გაუსწრო ლიონელ მესის საშუალო შეფასებით
კრიშტიანო რონალდომ ბოლო ცხრა სეზონში ვერც ერთხელ ვერ გაუსწრო ლიონელ მესის საშუალო შეფასებით

ცნობილი ვებპორტალის „ჰუსქორდ“-ის (WhoScored) სტატისტიკური მონაცემებით, „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ბოლო ცხრა სეზონსა და მიმდინარე სეზონში თითქმის ყოველთვის ჩამორჩებოდა „ბარსელონას“ კაპიტან ლიონელ მესის. მხოლოდ 2013-14 წლების სეზონში იყო მათი საშუალო შეფასება თანაბარი – 8.3.

მიმდინარე სეზონში მესის საშუალო ქულაა 8.6, რონალდოსი – 7.9.

სეზონების მიხედვით ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს საშუალო შეფასებები:

2019/20

ლიონელ მესი – 8,6

კრიშტიანო რონალდო – 7,9

2018/19

ლიონელ მესი – 8,5

კრიშტიანო რონალდო – 7,7

2017/18

ლიონელ მესი – 8,7

კრიშტიანო რონალდო – 7,9

2016/17

ლიონელ მესი – 8,5

კრიშტიანო რონალდო – 7,6

2015/16

ლიონელ მესი – 8,5

კრიშტიანო რონალდო – 8,0

2014/15

ლიონელ მესი – 8,8

კრიშტიანო რონალდო – 8,5

2013/14

ლიონელ მესი – 8,3

კრიშტიანო რონალდო – 8,3

2012/13

ლიონელ მესი – 8,8

კრიშტიანო რონალდო – 8,2

2011/12

ლიონელ მესი – 8,9

კრიშტიანო რონალდო – 8,3

2010/11

ლიონელ მესი – 8,8

კრიშტიანო რონალდო – 8,3

ვებგვერდი „ჰუსქორდ“ (WhoScored) თავის გამოთვლებში ითვალისწინებს ყოველი კონკრეტული მატჩის 20-ზე მეტ მონაცემს.