კრიშტიანო რონალდომ ახალი ავტომობილი 1 მილიონ ევროდ იყიდა (ვიდეო)
კრიშტიანო რონალდომ ახალი ავტომობილი 1 მილიონ ევროდ იყიდა (ვიდეო)

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ახალი ავტომობილი შეიძინა.

გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, პორტუგალიელმა ახალ მაკლარენ სენაში (McLaren Senna) ერთი მილიონი ევრო გადაიხადა. ავტომობილის სიმძლავრე 800 ცხენის ძალას შეადგენს. მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც შეიძლება ამ ავტომობილმა განავითაროს – საათში 340 კილომეტრია. მოდელის სახელი შერჩეულია ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტის, აირტონ სენას საპატივცემულოდ.

34 წლის რონალდომ ახალი ავტოს ფოტო „ინსტრაგრამში“ გამოაქვეყნა.