კრიშტიანო რონალდომ 2013 წლიდან ფინალი პირველად წააგო

11:54, 23.12.2019

იტალიის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს ტურინის „იუვენტუსი“ და რომის „ლაციო“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართა და ყველასთვის მოულოდნელად რომაელებმა ტურინელები დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხეს – 1:3.

„იუვენტუსის“ პორტუგალიელი ფორვარდისთვის ეს ფინალი 2013 წლის შემდეგ პირველია, სადაც კრიშტიანო რონალდოს გუნდმა შეხვედრა დათმო.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 17 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში მადრიდის „რეალმა“ თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან“ ანგარიშით 1:2 წააგო.

„იუვენტუსის“ შემადგენლობაში იტალიის სუპერთასი კრიშტიანო რონალდომ 2018 წელს მოიგო, როცა ტურინელებმა „მილანი“ დაამარცხეს – 1:0.

მსგავსი