კრიშტიანო რონალდო „ვერონასთან“ განცდილი მარცხის შესახებ – ეს არ იყო შედეგი, რომელიც გვინდოდა

12:28, 09.02.2020
Soccer Football - Serie A - Hellas Verona v Juventus - Stadio Marc'Antonio Bentegodi, Verona, Italy - February 8, 2020   Juventus' Cristiano Ronaldo reacts   REUTERS/Alberto Lingria

Soccer Football - Serie A - Hellas Verona v Juventus - Stadio Marc'Antonio Bentegodi, Verona, Italy - February 8, 2020 Juventus' Cristiano Ronaldo reacts REUTERS/Alberto Lingria

„იუვენტუსის“ პორტუგალიელი ვარსკვლავი „ვერონასთან“ განცდილ მარცხს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში ლიდერის მატჩი სენსაციით დასრულდა. ტურინის „იუვენტუსმა“ სტუმრად „ვერონასთან“ 1:2 წააგო.

„ეს არ იყო შედეგი, რომელიც გვინდოდა, – წერს კრიშტიანო რონალდო. – თუმცა, ჩვენ მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავი მუშაობა უნდა გავაგრძელოთ“.

„იუვენტუსისთვის“ ეს იყო ბოლო სამ მატჩში მეორე და სეზონში მესამე მარცხი. გუნდს 54 ქულა აქვს და სამი ქულით უსწრებს „ინტერს“, რომელიც თავის მატჩს 23-ე ტურში კვირას, თანაქალაქელი „მილანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი