კრიშტიანო რონალდო თავისი სასტუმროების საავადმყოფოებად გადაკეთებას არ აპირებს
კრიშტიანო რონალდო თავისი სასტუმროების საავადმყოფოებად გადაკეთებას არ აპირებს

ჟურნალისტი მანუ საინსი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს კრიშტიანო რონალდო პორტუგალიაში თავის სასტუმროებს უფასო საავადმყფოებად აქცევს.

„ტყუილია, თითქოს კრიშტიანო აპირებს, რომ თავისი სასტუმროები საავადმყოფოებად აქციოს“, – დაწერა საინსმა თავის „ტვიტერის“ გვერდზე.

შებახსენებთ, რომ ამჟამად პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი სამშობლოში იმყოფება და იტალიაში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ეს ახალი ვირუსი რონალდოს თანაგუნდელ დანიელე რუგანის აღმოუჩინეს.