კრიშტიანო რონალდო „სპორტინგში“ აპირებს კარიერის დასრულებას #1TVSPORT
ლისაბონის „სპორტინგი“, შესაძლოა, ბოლო კლუბი აღმოჩნდეს „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოსთვის.
Sport Mediaset-ის ჟურნალისტის კლაუდიო რაიმონდის ინფორმაციით, პორტუგალიელი აპირებს დაელოდოს ტურინელებთან კონტრაქტის ამოწურვას, შემდეგ კი გადავიდეს მშობლიურ „სპორტინგში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით და იქ დაასრულოს კარიერა.
„რონალდო უკვე ჩამოყალიბდა მომავალზე: მას სურს დაასრულოს თავისი ციკლი „იუვენტუსში“, შემდეგ ორი წელი ითამაშოს „სპორტინგში“. კრიშტიანო არ აპირებს ტურინის დაუყოვნებლივ დატოვებას – მას სურს სრულად გამოიმუშავოს კონტრაქტი, რომელსაც 2022 წელს გასდის ვადა. ესპანეთში და „რეალში“ დაბრუნება შეუძლებელია, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კი არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა კრიშტიანოს შესაძენად“, – წერს რაიმონდი.
იტალიაში რონალდო ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და მოიგო იტალიის სუპერთასი.