კრიშტიანო რონალდო, შეიძლება, ევროპულ ფეხბურთში დაბრუნდეს - პორტუგალიელს „ლევერკუზენში“ იწვევენ #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო, შეიძლება, ევროპულ ფეხბურთში დაბრუნდეს - პორტუგალიელს „ლევერკუზენში“ იწვევენ #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ 39 წლის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, ევროპულ ფეხბურთში დაბრუნდეს.

როგორც საუდელი ჟურნალისტი ალჰაზ მუთაბი წერს, პორტუგალიელით დაინტერესებულია „ლევერკუზენი“. აღნიშნავენ, რომ გერმანიის ახალი ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო პირადად არის დაინტერესებული კრიშტიანოს შეძენით. ესპანელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ რონალდოს გამოცდილება დაეხმარება „ლევერკუზენს“ ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანო რონალდომ ყველა ტურნირზე 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 42 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.