კრიშტიანო რონალდო სერია A-ს ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელი ბომბარდირია
კრიშტიანო რონალდო სერია A-ს ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელი ბომბარდირია

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ რუი კოშტას გაუსწრო და იტალიის სერია A-ს ისტორიაში საუკეთესო პორტუგალიელი ბომბარდირი გახდა. 35 წლის ფეხბურთელმა „ბოლონიასთან“ მატჩში პენალტი გამოიყენა. ახლა, რონალდოს ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში 43 გოლია, რაც საუკეთესო მაჩვენებელია პორტუგალიელი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც იტალიის უმაღლეს დივიზიონში თამაშობდნენ.

კრიშტიანო „იუვენტუსში“ 2018 წლიდან გამოდის. კოშტამ კი სერია A-ში რვა წელი ითამაშა – ჯერ „ფიორენტინაში“ და შედეგ „მილანში“.

საინტერესოა, რომ რონალდო საუკეთესო პორტუგალიელი ბომბარდირია პრემიერლიგის ისტორიაში – 84 გოლი 196 მატჩში, ასევე საუკეთესო პორტუგალიელი ბომბარდირი ლა ლიგაში – 311 გოლი 292 მატჩში.