კრიშტიანო რონალდო სარაგბო ქაცვებს გამოიყენებს უფრო სწრაფად რბენისთვის
კრიშტიანო რონალდო სარაგბო ქაცვებს გამოიყენებს უფრო სწრაფად რბენისთვის

ტურინის „იუვენტუსის” ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ თავისი ბუცებისთვის ახალი ქაცვების გამოყენება დაიწყო.

„ტუტოსპორტის” ინფორმაციით, პორტუგალიელმა ტრადიციული ქაცვები სარაგბო ბუცების ქაცვებით შეცვალა, რადგან მიაჩნია, რომ ეს გაზონთან უკეთეს მოჭიდებას უზრუნველყოფს, აგრეთვე, სწრაფად სირბილის საშუალებას მისცემს.

ადრე, მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარა „მონპელიეს” ფორვარდმა ანრი დელორმა, რომელიც 19 თებერვლის შემდეგ იყენებს სარაგბო ქაცვებს. შედეგი სახეზეა: 28 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ში სეზონის რეკორდი დაამყარა, როცა საათში 36.8 კილომეტრი სიჩქარე განავითარა.