კრიშტიანო რონალდო - პრესა ცრუობს, ჩემს შესახებ 100 ამბიდან ხუთია სიმართლე # 1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
პორტუგალიელმა სატრანსფერო სპეკულაციების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ისინი სიმართლეს მაშინ გაიგებენ, როცა ორი კვირის შემდეგ ინტერვიუს მივცემ. პრესა ცრუობს.
ბოლო რამდენიმე თვეში გავრცელებული 100 ამბიდან მხოლოდ ხუთი შეესაბამებოდა სიმართლეს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, სინამდვილეში რა მდგომარეობაა“, – დაწერა რონალდომ.