კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრებიდან დისკვალიფიცირებულია #1TVSPORT

16:11, 10.10.2026

კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დროებით ჩამოაშორეს და ამჟამად საკუთარ საქმეზე საბოლოო ვერდიქტის მოლოდინშია. აღსანიშნავია, რომ ნაკრების შეკრების თვითნებურად დატოვების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდის შემდეგ მსგავსი სანქციის დაწესების ინიციატივით თავად ფეხბურთელი გამოვიდა.

როგორც პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რონალდოს მიმართ სადისციპლინო საქმის აღძვრა 7 ოქტომბრის ინციდენტის დეტალურ შესწავლას ემსახურება.

დიდი ალბათობით, პორტუგალიელი ვარსკვლავი ეროვნული გუნდის რიგებში მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ვეღარ იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ მან ნაკრები ჟორჟე ჟეზუშთან კონფლიქტის გამო დატოვა.

მსგავსი