კრიშტიანო რონალდო „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიას არ დაესწრება
კრიშტიანო რონალდო „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიას არ დაესწრება

ორშაბათს, თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე, პარიზში დაიწყება „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია.

გაირკვა, რომ პრესტიჟული ჯილდოს სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი – კრიშტიანო რონალდო ცერემონიას არ დაესწრება. როგორც GFFN წერს, ამის ნაცვლად, „იუვენტუსის“ ფორვარდი მილანში „კალჩოს“ საღამოს სტუმარი იქნება. იქ პორტუგალიელს ერთ-ერთი პრიზი უნდა გადასცენ.

გასულ კვირას, ესპანურ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ 2019 წელს „ოქროს ბურთს“ ლიონელ მესი მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდო არც შარშან დასწრებია „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიას. 2018 წელს, ჯილდოს მფლობელი „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდა.