კრიშტიანო რონალდო ოფიციალურ მატჩებში გოლებით ისტორიაში მესამე ადგილზე გავიდა
კრიშტიანო რონალდო ოფიციალურ მატჩებში გოლებით ისტორიაში მესამე ადგილზე გავიდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ „ფიორენტინასთან” სერია A-ს მატჩში (3:0) დუბლი შეასრულა.

ახლა, პორტუგალიელ ფეხბურთელს იტალიის ჩემპიონატში 40 გოლი დაუგროვდა, „იუვენტუსის“ რიგებში ყველა ტურნირზე კი 70 მატჩში 50 გოლი.

გარდა ამისა, კრიშტიანო რონალდომ კარიერაში 721-ე და 722-ე გოლები გაიტანა. ამის წყალობით, მან გაუსწრო ლეგენდარულ გერმანელ გერდ მიულერს ოფიციალურ ტურნირებში გატანილი გოლებით. ახლა, რონალდოს მესამე ადგილი ადგილი უკავია შესაბამის სიაში და ჩამორჩება მხოლოდ ბრაზილიელებს – რომარიოსა (734) და პელეს (767).