კრიშტიანო რონალდო მორიგ რეკორდთან ახლოს არის
კრიშტიანო რონალდო მორიგ რეკორდთან ახლოს არის

„იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მორიგ მნიშვნელოვან მიღწევასთან არის ახლოს. პორტუგალიელი თავდამსხმელი შეიძლება გახდეს პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელსაც ინგლისის პრეიერლიგაში, ესპანეთის ლა ლიგასა და იტალიურ სერია ა-ში მინიმუმ 50 გოლი ექნება გატანილი. ამ ინფორმაციას „ფუტბოლ იტალია“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთი უძლიერესი ევროპული ჩემპიონატიდან სამში შეძლო 50 ან მეტი გოლი გატანა, არის ედინ ჯეკო. მან ეს იტალიაში, ინგლისსა და გერმანიაში გააკეთა.

იტალიის წლევანდელი ჩემპიონატის 32 ტურის შემდეგ „იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობს. 15 ივლისს ტურინული გუნდი „სასუოლოს“ შეხვდება და რონალდოს ერთი გოლის გატანაც ჰყოფნის, რათა იტალიაში თავისი მონაგარი 50-მდე გაზარდოს.