კრიშტიანო რონალდო ლიდერია 2020 წელს გატანილი გოლების რაოდენობით

08:51, 23.07.2020

სტატისტიკურ პორტალ „ოპტას“ მონაცემებით, ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ლიდერია ყველა ტურნირზე 2020 წელს გატანილი გოლების რაოდენობით. იგულისხმება TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელები.

ამ კლასიფიკაციის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 22 გოლი

2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 21

3. ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი) – 16

4. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 15

5. იოსიპ ილიჩიჩი (ატალანტა) – 14

6. ჩირო იმობილე (ლაციო) – 14

7. კაი ჰავერცი (ლევერკუზენი) – 14

8. ანდრე სილვა (აინტრახტი) – 13

9. რომელუ ლუკაკუ (ინტერი) – 13

10. კილიან მბაპე (პსჟ) – 12

წლევანდელ სეზონში, კრიშტიანო რონალდომ ისტორიული შედეგი აჩვენა – ის გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც მინიმუმ 50 გოლი გაიტანა ინგლისის პრემიერლიგაში, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში და იტალიის სერია A-ში.

გარდა ამისა, სერია A-ს ბოლო ტურის შემდეგ, რონალდო კარიერაში გოლების რაოდენობით დაეწია ბრაზილიელ რომარიოს – მათ 734 გოლი აქვთ გატანილი. ფეხბურთის ისტორიაში ამ დუეტზე მეტი გოლი მხოლოდ პელეს აქვს გატანილი – 767.

მსგავსი