კრიშტიანო რონალდო - ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერება, სერ ალექს, ეს თქვენთვისაა... #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო - ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერება, სერ ალექს, ეს თქვენთვისაა... #1TVSPORT

პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ მის დაბრუნებას ეხება.

„ყველა, ვინც მიცნობს, იცის ჩემი განუსაზღვრელი სიყვარულის შესახებ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიმართ. წლები, რომელიც მე ამ კლუბში გავატარე, სრულიად დაუჯერებელი იყო და გზა, რომელიც ჩვენ ერთად გავიარეთ, ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ამ დიადი და საოცარი კლუბის ისტორიაში.

ამ მომენტში, როცა მთელს მსოფლიოში გამოცხადდა „ოლდ ტრაფორდზე“ ჩემი დაბრუნების შესახებ, არ შემიძლია საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი. ეს ასრულებული ოცნებასავითაა. მაშინაც კი, როცა აქ ვბრუნდებოდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ სათამაშოდ, ყოველთვის ვგრძნობდი ტრიბუნებზე მსხდომი გულშემატკივრების მხრიდან სიყვარულსა და პატივისცემას. ეს აბსოლუტური 100 პროცენტია იმისა, რისგანაც ჩემი ოცნებები შედგება!

ჩემი პირველი ჩემპიონობა, ჩემი პირველი თასი, ჩემი პირველი გამოძახება პორტუგალიის ნაკრებში, ჩემი პირველი ჩემპიონთა ლიგა, ჩემი პირველი „ოქროს ბუცი“ და ჩემი პირველი „ოქროს ბურთი“ – ეს ყველაფერი დაიბადა ჩემსა და „წითელ ეშმაკებს“ შორის განსაკუთრებული კავშირით. ისტორია წარსულში დაიწერა და ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერება! პირობას ვიძლევი!

მე აქ ვარ! დავბრუნდი იქ, სადაც არის ჩემი ადგილი! მოდით, კიდევ ერთხელ გავაკეთოთ ეს!

P. S. სერ ალექს, ეს თქვენთვისაა…” – დაწერა რონალდომ.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სამშაბათს ოფიციალურად გამოაცხადა კრიშტიანო რონალდოსთან „2+1“ სქემით კონტრაქტის გაფორმების შესახებ.

პორტუგალიელი 2003-09 წლებში თამაშობდა მანჩესტერულ კლუბში და 292 მატჩში 118 გოლი გაიტანა.