კრიშტიანუ რონალდუ „ინსტაგრამში“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

17:28, 24.07.2019

„იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ „ინსტაგრამში“ რეკლამაზე ყველაზე მეტ თანხას გამოიმუშავებს სპორტსმენებს შორის.

ამის შესახებ წერს ინტერნეტ-გამოცემა Hopper HQ, რომელმაც გამოაქვეყნა 2019 წელს სპორტსმენთა აქაუნთებში ერთი სარეკლამო პოსტის ფასები.

„ინსტაგრამში“ ერთი პოსტის სანაცვლოდ კომპანიები და ბრენდები მზად არიან 34 წლის რონალდუს 975 ათასი დოლარი გადაუხადონ.

მეორე ადგილზეა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი (722 ათასი), სამეულს ავსებს „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი (648 ათასი).

ტოპ-ათეულში შედიან: დევიდ ბექჰემი (357 ათასი), ლებრონ ჯეიმსი (272 ათასი), რონალდინიო (256 ათასი), გარეტ ბეილი (218 ათასი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (200 ათასი), ვირათ კოჰლი (196 ათასი) და ლუის სუარესი (184 ათასი).

„ინსტაგრამში“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავია 21 წლის ამერიკელი მოდელი და ბიზნესმენი კაილი ჯენერი. ის ერთი პოსტისთვის 1 266 000 დოლარს იღებს.

რონალდუ საერთო რეიტინგში მასამე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან კიმ კარდაშიანი, სელენა გომესი, დუეინ ჯონსონი, ბეიონსე, ტეილორ სვიფტი და ჯასტინ ბიბერი.

მსგავსი