კრიშტიანო რონალდო ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს
კრიშტიანო რონალდო ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ერთა ლიგის ფინალურ ტურნირში ითამაშებს. პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა დაასახელა შემადგენლობა მომავალი მატჩებისთვის და იქ რონალდოც მოხვდა, რომელსაც ერთა ლიგის პირველ ეტაპზე არ უთამაშია.

ევროპის ჩემპიონთა სრული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები – რუი პატრისიო (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ბეტო (გიოზთეფე, თურქეთი), ჟოზე სა (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი);
მცველები – რაფაელ გერეირო (დორტმუნდი, გერმანია), მარიო რუი (ნაპოლი, იტალია), ნელსონ სემედო (ბარსელონა, ესპანეთი), ჟოაო კანსელო (იუვენტუსი, იტალია), რუბენ დიასი(ბენფიკა), პეპე (პორტუ), ჟოზე ფონტე (ლილი, საფრანგეთი);
ნახევარმცველები – ბრუნო ფერნანდეში (სპორტინგი), დანილო პერეირა (პორტუ), ვილიამ კარვალიო (ბეტისი, ესპანეთი), პიცი (ბენფიკა), რუბენ ნევეში, ჟოაო მოუტინიო (ორივე – ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი).
ფორვარდები – კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი, იტალია), დიოგო ჟოტა (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), დიეგო სოუზა (ბრაგა), ჟოაო ფელიქსი, რაფა სილვა (ორივე – ბენფიკა), გონსალო გედეში (ვალენსია, ესპანეთი).
5 ივნისს, ერთა ლიგის ნახევარფინალში პორტუგალია შვეიცარიას შეხვდება. მომდევნო დღეს, მეორე ნახევარფინალში ჰოლანდია და ინგლისი ითამაშებენ. 9 ივნისს გაიმართება ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი.

ტურნირის მასპინძელი პორტუგალიაა.