კრიშტიანო რონალდო - დედა სტაბილურ მდგომარეობაშია, ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის
კრიშტიანო რონალდო - დედა სტაბილურ მდგომარეობაშია, ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ თავისი დედის დოლორეს დოს სანტოსის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ილაპარაკა. 65 წლის ქალმა ინსულტი გადაიტანა.

„მადლობა ყველას მხარდამჭერი შეტყობინებებისთვის. ამ მომენტისთვის ის საავადმყოფოში სტაბილურ მდგომარეობაშია. მე და ჩემი ოჯახი მადლობას ვუხდით სამედიცინო ბრიგადას, რომელიც მას უვლის. ძალიან გთხოვთ, უზრუნველყოთ ჩვენი ოჯახის სიმშვიდე“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ რონალდომ.

უფრო ადრე დაიწერა, რომ ექიმების ოპერატიული ჩარევით დოლორესმა თავიდან აიცილა გართულებები, რაც გავლენას იქონიებდა მეტყველებასა და მოძრაობაზე.