უეფამ 2019-20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც 23 ფეხბურთელი მოხვდა.
აღვნიშნავთ, რომ გუნდში ვერ ვხედავთ „იუვენტუსის” ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს, რომელმაც რვა მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ტურინული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალიდან გამოვარდა.
სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარეები – მანუელ ნოიერი (ბაიერნი), იან ობლაკი (ატლეტიკო), ანტონი ლოპეში (ლიონი);
მცველები – ალფონსო დევისი, ჯოშუა კიმიხი, დავიდ ალაბა (ყველა – ბაიერნი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), დეოშანკულ უპამეკანო, ანხელინო (ორივე – ლაიპციგი);
ნახევარმცველები – ტიაგო ალკანტარა, ლეონ გორეტცკა, თომას მიულერი (ყველა – ბაიერნი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), უსემ აუარი (ლიონი), მარსელ ზაბიტცერი (ლაიპციგი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი), ალეხანდრო გომესი (ატალანტა);
ფორვარდები – სერჟ გნაბრი, რობერტ ლევანდოვსკი (ორივე – ბაიერნი), კილიან მბაპე, ნეიმარი (ორივე – პარი სენ-ჟერმენი), ლიონელ მესი (ბარსელონა), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).