კრიშტიანო რონალდო ახალი პრიზის მფლობელი გახდა
კრიშტიანო რონალდო ახალი პრიზის მფლობელი გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო პრემია Golden Foot-2020-ის ლაურეატი გახდა. ამ პრიზს გადასცემენ ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ამ ბრძოლაში კრიშტიანომ აჯობა ლიონელ მესის, არტურო ვიდალს, ნეიმარს, ჯორჯო კიელინის, რობერტ ლევანდოვსკის, სერხიო რამოსს, სერხიო აგუეროს, ჟერარ პიკესა და მოჰამედ სალაჰს.

ასევე კარიერაში მიღწევისთვის ჯილდო მიიღო „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ.

Golden Foot 2003 წელს არის დაარსებული. 2019 წელს, პრემია დაიმსახურა ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა.

პრიზის მიღება შეუძლია 28 წელზე ზემოთ ფეხბურთელს, თანაც მხოლოდ ერთხელ კარიერაში – ეს გათამაშების მთავარი პირობაა.