კრიშტიანო რონალდო აიაქსთან სათამაშოდ მზად არის
კრიშტიანო რონალდო აიაქსთან სათამაშოდ მზად არის

აიაქსთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ, ტურინის იუვენტუსმა ვარჯიში ჩაატარა. საერთო ჯგუფთან ერთად იყო გუნდის ბომბარდირი კრიშტიანო რონალდო, რომელიც პორტუგალიის ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო, დაახლოებით სამი კვირა არ თამაშობდა.

პორტუგალიელი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ვარჯიშობს და მზად არის ოთხშაბათს ამსტერდამელთა წინააღმდეგ მოედანზე გამოვიდეს, – დაწერა იტალიურმა გაძეტა დელო სპორტმა.

ცნობილია, რომ შეხვედრას გამოტოვებს გერმანელი ნახევარმცველი ემრე ჯანი.