მანჩესტერ იუნაიტედის მცველი კრის სმოლინგი აცხადებს, რომ მისი და ლიონელ მესის შეჯახება შემთხვევითი იყო და არგენტინელმა ეს კარგად იცის.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში ორი ფეხბურთელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მესიმ უსიამოვნო, თუმცა მსუბუქი დაზიანება მიიღო სახის არეში. სმოლინგი აცხადებს, რომ მატჩის შემდეგ მან მესის ხელი ჩამოართვა და დარწმუნდა, რომ არგენტინელი ინციდენტს გაგებით ეკიდება.
„ჩვენ ვისაუბრეთ და ხელიც ჩამოვართვით ერთმანეთს“, – უთხრა 29 წლის სმოლინგმა ბი-ბი-სის, – „მან იცის, რომ ეს შემთხვევითობა იყო“.
ოლდ ტრაფორდზე გამართული მატჩი ბარსელონას გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. განმეორებითი მატჩი კამპ ნოუზე მომავალ კვირას გაიმართება.