კრის პოლმა დაბრუნება ორმაგი დუბლით აღნიშნა
კრის პოლმა დაბრუნება ორმაგი დუბლით აღნიშნა

“ჰიუსტონმა” რეგულარულ სეზონზე რიგით მე-12 გამარჯვება ფინიქსში მოიპოვა. “როკეთსმა” ადგილობრივი “სანსი” დამაჯერებელი ანგარიშით, იოლად 142-116 დაამარცხა.

“გოლდენ სტეიტთან” სეზონის გახსნით მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ტეხასელებს ძირითადი გამთამაშებელი დაუბრუნდათ. კრის პოლმა 11 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

საოცარი მატჩი გამართა გუნდის ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც 48 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს. “ფინიქსის” რიგებში კი საუკეთესო 23 ქულით დენიელსი გამოდგა.

მომდევნო მატჩს “ჰიუსტონი” 19 ნოემბერს სტუმრად “მემფისთან” ჩაატარებს.