კრის პოლი „გოლდენ სტეიტთან” მეექვსე მატჩს გამოტოვებს

08:57, 26.05.2018

დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში სერიოზული დარტყმა მიიღო “ჰიუსტონმა”, რომელიც ხუთი მატჩის შემდეგ, 3:2-ს ამარცხებს მოქმედ ჩემპიონ “გოლდენ სტეიტს“.

“ჰიუსტონის” პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მეექვსე მატჩში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კრის პოლი. გამთამაშებელი მუხლის მყესები აქვს გაჭიმული.

მეექვსე მატჩი 27 მაისს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი