კრიპტოვალუტა რიპლისა და ეთერიუმის ღირებულებამ ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
კრიპტოვალუტა რიპლისა და ეთერიუმის ღირებულებამ ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს ბიტკოინი ბაზრის ლიდერი იყო და ფასის ცვალებადობის გამო მის სახელს ხშირად ხედავდით ახალი ამბების სათაურებშიც, თითქმის თვალნათელია, რომ 2018 დიდი წელი იქნება მეორე და მესამე ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტების — რიპლისა და ეთერიუმისთვის.

4 იანვარს, ერთი რიპლის ღირებულებამ ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს, 3,317$-ს მიაღწია. ამ მომენტისთვის, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 137$ მილიარდს აღწევს.

იმავე დღეს, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია ეთერიუმის ღირებულებამაც — პირველად ისტორიაში, გადალახა 1000 დოლარიანი ზღურბლი. ამ კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 99$ მილიარდია.

ერთი რიპლისა და ეთერიუმის ფასი ჯერ კიდევ დაბალია ბიტკოინისაზე (15 125$; 4 იანვარი). ლიდერი კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია 253$ მილიარდია და თითქმის ორჯერ აღემატება მთავარი კონკურენტისას.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მიწურულს, სულ რაღაც ოთხ დღეში, რიპლის საბაზრო კაპიტალიზაცია 49$ მილიარდით გაიზარდა, ეთერიუმის კი 26$ მილიარდით.

საერთო ჯამში, გასულ წელს, კრიპტობაზარი იმდენად აზვირთდა, რომ 17$ მილიარდიდან 770$ მილიარდამდე გაიზარდა. ეთერიუმისა და რიპლის უახლეს ციფრებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ინტერესი კრიპტოვალუტებისადმი ნათლად სცდება ერთ უბრალო მონეტას.

რაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი აბანდებს სახსრებს კრიპტოვალუტებში, იქნება ეს ბიოტკოინი, ეთერიუმი თუ რიპლი — ამ ახალ ვალუტათა ღირებულების ზრდის ალბათობა ძალიან მაღალია.

მთავრობები თუ საფინანსო ინსტიტუციები სიახლეს უკვე კეთილგანწყობით ეგებებიან. კრიპტოვალუტათა მიერ მართული უფრო სწრაფი და დაცული ფინანსური ტრანზქციების მომავალი შეიძლება აქვე, ჰორიზონტზე იყოს.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით