კრიხოვიაკი კვირკველიას თანაგუნდელი გახდა
„პარი სენ-ჟერმენისა“ და პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველი გჟეგოჟ კრიხოვიაკი რუსეთის ჩემპიონის, მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი გახდა. 28 წლის პოლონელი იჯარის წესით 2018-19 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს მოსკოვური კლუბის შემადგენლობაში.
გასულ სეზონში კრიხოვიაკი ასევე იჯარით გამოდიოდა „ვესტ ბრომვიჩის“ შემადგენლობაში. მის ანგარიშზე 31 მატჩი და ორი შედეგიანი გადაცემა იყო.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის „ლოკომოტივში“ საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია თამაშობს.