კრემლში ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს
კრემლში ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს

კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს.

„მიმდინარე წელს ეს ჩვენი რიგით მეოთხე შეხვედრაა. ასეთი ხშირი შეხვედრები მოწმობს ჩვენი კონტაქტების მაღალ დინამიკას და ჩვენი სტრატეგიული, სამოკავშირეო ურთიერთობების მნიშვნელობას. რასაკვირველია, ახლა რეგიონში დინამიური პროცესები მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეები ხვდებოდნენ და განიხილავდნენ საკითხებს. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გადაუჭრელია. ნათელია, რომ ჩვენს რეგიონში რუსეთი გადამწყვეტ როლს ასრულებს კონფლიქტის მოგვარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ფაშინიანმა შეხვედრის დასაწყისში.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.