კრემლში მიიჩნევენ, რომ უკრაინა „ოლიმპიური ზავის“ მსგავს ინიციატივებს გადაიარაღებისა და ძალების გადაჯგუფებისთვის გამოიყენებს
კრემლში მიიჩნევენ, რომ უკრაინა „ოლიმპიური ზავის“ მსგავს ინიციატივებს გადაიარაღებისა და ძალების გადაჯგუფებისთვის გამოიყენებს

კრემლში მიიჩნევენ, რომ უკრაინა „ოლიმპიური ზავის“ მსგავს ინიციატივებს გადაიარაღებისა და ძალების გადაჯგუფებისთვის გამოიყენებს. ამის შესახებ რუსულ მედიას კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

პესკოვი გამოეხმაურა ემანუელ მაკრონის კომენტარს, რომელმაც განაცხადა, რომ ზაფხულის ოლიმპიადის დროს მსოფლიოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, მათ შორის უკრაინაში, ზავის მისაღწევად მუშაობს.

„პრეზიდენტი და ჩვენი სამხედროები აღნიშნავდნენ, რომ კიევის რეჟიმი ასეთ იდეებს იყენებს გადაჯგუფების, გადაიარაღებისა და მსგავსი მცდელობებისთვის. ეს არსებითად ართულებს მსგავსი ინიციატივების განხილვის პროცესს“, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ოლიმპიურ ზავთან დაკავშირებით რამე ოფიციალური ნაბიჯი არავის გადაუდგამს.