კრემლში იმედოვნებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური „ლეგიტიმურად“ გაიმართება
კრემლში იმედოვნებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური „ლეგიტიმურად“ გაიმართება.
„ჩვენ ველოდებით მეორე ტურს და ვიმედოვნებთ, საარჩევნო პროცესი ლეგიტიმურად ჩაივლის“, – განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება.