კრემლში არ გამორიცხავენ, რომ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს თებერვლის ბოლოს შეხვდნენ
კრემლში არ გამორიცხავენ, რომ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს თებერვლის ბოლოს შეხვდნენ

კრემლში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს მოლაპარაკებებისთვის თებერვლის ბოლოს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დასავლური მედიები ძალიან ბევრს წერენ, ასევე ბევრს წერენ ჩვენი მედიები. შეიძლება, ასე იყოს, ან, შეძლება, არც იყოს“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ.

ამასთან, როგორც პესკოვმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გარკვეული მომზადება იქნება საჭირო.

მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „ძალიან მალე“ შეხვდეს.