კრემლში ადამიანებს სიცხეს უზომავენ

16:58, 06.02.2020

კრემლში მისულ ადამიანებს სიცხეს უზომავენ. ამის შესახებ ტეკლეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტმა, ანტონ ჟენლოვმა ფეისბუქზე დაწერა.

მისი თქმით, დღეს კრემლში ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასასწრებად მისულ ადამიანებს, კართან სიცხე გაუზომეს.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი ადასტურებს, რომ ამ ზომას კორონავირუსის საფრთხის გამო მიმართეს.

მსგავსი