კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრისას მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს
კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრისას მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა აღნიშნეს, რომ ყარაბაღში, საერთო ჯამში, სტაბილური ვითარებაა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მკაცრად არის დაცული.

ამასთან, კრემლის ცნობით, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური კავშირებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების ჩამოყალიბების საქმეზე პროგრესი რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის 2020 წლის 9 ნოემბრის ერთობლივი განცხადების შესაბამისად ხორციელდება.

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერების თანათავმჯდომარეობით სამუშაო ჯგუფის მუშაობა დადებითად შეაფასეს. მხარეებმა ასევე განიხილეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის საკითხები.