კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი სერიოზულად არის განწყობილი თურქეთში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სერიოზულად არის განწყობილი თურქეთში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი. აღნიშნული განცხადება პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„ჩვენ მოწოდებული ვართ, სერიოზულად ვეძებოთ გრძელვადიანი მშვიდობიანი მოგვარების გზები“, – განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ბევრი ლიდერი მიესალმა პუტინის მიდგომას.
„სულ ეს იყო. ამ ამბავთან დაკავშირებით ყველაფერი ვთქვი“, – განაცხადა პესკოვმა.
პუტინი და ზელენსკი ბოლოს ერთმანეთს 2019 წლის დეკემბერში შეხვდნენ.