კრემლში აცხადებენ, რომ სომხური მხარის ინიციატივით, ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
კრემლში აცხადებენ, რომ სომხური მხარის ინიციატივით, ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის, სომხური მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც კრემლში აცხადებენ, განხილვის მთავარი თემა იყო მთიან ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება.

„გაგრძელდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გამწვავებული წინააღმდეგობის განხილვა, რომელმაც მასშტაბური ხასიათი მიიღო და ორივე მხარეს სერიოზულ დანაკარგებამდე მივიდა, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობას შორის“,- ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

მათივე ცნობით, საუბრის დროს ვლადიმირ პუტინმა კვლავ მოუწოდა მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ.

დატოვე კომენტარი