კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთისა და აშშ-ის ექსპერტების კონსულტაციები ერ რიადში 24 მარტს გაიმართება
რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების ექსპერტების კონსულტაციები 24 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში გაიმართება – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ჩვენ შევთანხმდით ბატონ უოლცთან, რომ ორმხრივ ფორმატში კონსულტაციებს პრეზიდენტების მიერ დანიშნული ექსპერტები გამართავენ. ეს კონსულტაციები გაიმართება 24 მარტს ერ რიადში“, – აღნიშნა იური უშკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, მაიკ უოლცთან რეგულარული სატელეფონო კონტაქტი აქვს, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლოა.